ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში თავისი მეორე გოლი მიითვალა. მე-5 ტურში, „შანდუნმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის, „ჰენანს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე პარტნიორის პასის მერე, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბურთი დაამუშავა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა. მან „შანდუნში“ გადასვლის მერე ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 5 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო და ერთი საგოლე პასი გააკეთა. „შანდუნი“ 8 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





