ხავი: „პსჟ ფავორიტია“

0
40

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ხავის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პსჟ-სთან დაპირისპირებაში ფავორიტი ფრანგული გუნდია. მან ამის შესახებ პარიზში დღეს გასამართ მატჩამდე ისაუბრა.
„ეს რაღაც სტრატეგია არაა და ნამდვილად ვფიქრობ, რომ ამ დაპირისპირებაში პსჟ ფავორიტია. მეტოქემ ჩვენგან დემბელე წაიყვანა და გაცილებით მეტი ფული დახარჯა. ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაა შექმნილი. პსჟ კატარელებს ეკუთვნით, რომელთა მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაა.
ლუის ენრიკეს ნათქვამს მოვუსმინე. ის ასეთია, ვფიქრობ, მას იცნობთ. ლუის ენრიკეს დიდ პატივს ვცემ. ჩვენ ორივეს გვსურს, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ.
შემიძლია დავიტრაბახო, რომ მე, ლუის ენრიკეს, გვარდიოლას და არტეტას „ბარსელონას“ დნმ გვაქვს. მომავალ თამაშიში ორივე ერთი და იმავეს შევეცდებით: ბურთს რაც შესაძლოა დიდი ხანი ვფლობდეთ.
ყოველივე ამას ჩემსა და ლუის ენრიკეს შორის დუელად არ განვიხილავ. ნამდვილი პროტაგონისტები ფეხბურთელები არიან. არტეტას მსგავსად, მე და ლუის ენრიკე „ბარსელონას“ დნმ-ით და ფილოსოფიით გავიზარდეთ. ამ ფილოსოფიის უკეთესად გაგებას ის ფაქტი გვაძლევს, რომ ყოფილი ნახევარმცველები ვართ. „ბარსელონას“ ფილოსოფიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და უპირატესობას იძლევა“ – იუწყება ხავის ნათქვამს ესპანური მედია.
პსჟ-„ბარსელონას“ დაპირისპირება დღეს პარიზის „პარკ დე პრენსზე“ 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი