ზივზივაძემ ლიდერთან მოიგო

0
52
KSC vs HSV Budu Zivzivadze

„კარლსურემ“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 28-ე ტურში შინ გათამაშების ლიდერ „ზანკტ პაულს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 67-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. მას მოედნიდან გასვლამდე გოლის გატანის ერთი კარგი შანსი ჰქონდა. მასპინძლები მე-2 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 37-ე წუთზე გაიტანეს. „კარლსრუემ“ 3 ქულა 69-ე წუთზე გატანილი ბურთით აიღო. „კარლსრუემ“ 42 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში „ემპოლიმ“ „ტორინოს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. მასპინძლების თადარიგში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე იყო, რომელსაც არ უთამაშია. მის მსგავსად „ტორინოში“ თავის გამოჩენის საშუალება ჩვენი ეროვნული გუნდს მცველ საბა საზონოვს არ მისცეს. „ტორინო“ 44 ქულით 20 გუნდში მეცხრეა, ხოლო „ემპოლი“ 28 ქულით – მეთხუთმეტე.
ლაშა თაბაგარი