კორღალიძის გუნდის ზედიზედ მეორე მარცხი

0
41

„ჟენისმა“, რომელსაც გასული წლის დეკემბრიდან ლევან კორღალიძე წვრთნის, ყაზახეთის პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. მე-4 ტურში „ჟენისი“ გასვლაზე „ყიზილჟარს“ შეხვდა და 0:4 წააგო. სტუმრების რიგებში მყოფი ქართველი ლეგიონერებიდან მცველმა ზურაბ თევზაძემ და ნახევარმცველმა ირაკლი ბიძინაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. მასპინძლების სასტარტოში ლუკა იმნაძე იყო, რომელიც 82-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი ბუღრიძე თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, „ჟენისი“ 3 ქულით 13-გუნდიან პრემიერლიგაში მე-10 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს 32-ე ტურში „სპეცია“ აუტსაიდერ „ლეჩეს“ ეწვია და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი მცველი ივა გელაშვილი „სპეციას“ თადარიგში იყო და არ უთამაშია. „სპეცია“ 35 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი