გვილია პოლონეთის თასის ფინალს მიღმა დარჩა

0
63

გლივიცეს „პიასტი“, რომელშიც ვაკო გვილია გამოდის, პოლონეთის თასის ფინალში ვერ გავიდა. 1/2-ფინალში „პიასტი“ სტუმრად კრაკოვის „ვისლას“ შეხვდა და 1:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი თადარიგში იყო და არ უთამაშია.
29 წლის გვილია, რომელიც 2023 წლის იანვრიდან თავისუფალი აგენტი იყო, „პიასტს“ მარტის დასაწყისში შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. მან გლივიცელთა შემადგენლობაში პოლონეთის ჩემპიონატში 2 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი