„პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის 1/2-ფინალში კილიან მბაპეს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით „რენი“ დაამარცხა და ფინალში გავიდა. პარიზელები ფინალში მეოცედ ითამაშებენ, რაც ტურნირის არსებობის ისტორიაში რეკორდია. ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა გუნდმა ამ მაჩვენებლით „მარსელს“ გაუსწრო, რომელსაც თასისთვის გადამწყვეტი მატჩი 19-ჯერ უთამაშია.
25 მაისს ლილში სტადიონ „პიერ მორუაზე“ გასამართ ფინალში პსჟ „ლიონს“ დაუპირისპირდება. პარიზელებმა საფრანგეთის თასი 14-ჯერ მოიგეს, რაც რეკორდია. მეორე ადგილზე „ნარსელია“ 10 ტიტულით.
ლაშა თაბაგარი





