აზაროვი და გოჩოლეიშვილი უკრაინის თასის ფინალში გავიდნენ

0
57

დონეცკის „შახტარი“, რომელშიც ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდიან, უკრაინის თასის ფინალში გავიდა.
დონეცკელები ნახევარფინალში ოდესის „ჩერნომორეცს“ შეხვდნენ და 4:1 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან მხოლოდ აზაროვმა ითამაშა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. გოჩოლეიშვილს თადარიგში ყოფნა აკმარეს. უკრაინის მოქმედ ჩემპიონ „შახტარს“ თასი 2018-2019 წლების სეზონის მერე არ მოუგია.
ლაშა თაბაგარი