საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ოთხწლიანი დისკვალიფიკაცი, რომელიც ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის მისცეს, ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა.
„პოლ პოგბამ აპელაცია იტალიის ანტისადოპინგო ორგანიზაციის გადაწყვეტილების გამო შეიტანა. ამ მომენტში სხვა ინფორმაცია არაა“ – განაცხადა საარბიტრაჟო სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
2023 წლის 11 სექტემბერს იტალიის სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზესთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, პოგბას სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა გაზრდილი იყო. განმეორებითმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ფრანგი 2023 წლის სექტემბრიდან „იუვენტუსთან“ ერთად აღარ ვარჯიშობდა და როდესაც ოფიციალურ დისკვალიფიკაცია მისცეს კლუბმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ლაშა თაბაგარი





