„ინტერ მაიამის“ კაპიტანი ლიონელ მესი გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა, იუწყება Daily Mail.
36 წლის არგენტინელს ბარძაყის კუნთის ტრავმა ჰქონდა, რომლის გამო „ინტერ მაიამის“ MLS-ის სამ მატჩში ვერ დაეხმარა და ასევე არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში სალვადორთან (3:0) და კოსტა-რიკასთან (3:1) ამხანაგური შეხვედრები გამოტოვა.
„ინტერ მაიამი“ 4 აპრილს კონკაკაფის თასზე „მონტერეისთან“ თამაშისთვის ემზადება და მესი დილის ვარჯიშზე მაიამელებთან ერთად იყო. მან მიმდინარე სეზონში ამერიკულ გუნდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





