ზედიზედ მე-2 მატჩია, მანამდე შეზღუდულად მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილს დრო მიეცა და ქართველი ფორვარდიც საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. ორი დღის წინ გოლდენ სტეიტთან შესრულებული ორმაგი დუბლის შემდეგ სანდროს იგივე შედეგის გამეორებამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ეს მოხდა დენვერში გამართულ შეხვედრაში, რომელიც სან ანტონიომ ნბა-ს მოქმედ ჩემპიონთან ბრძოლაში – 105:110 დათმო.
ქართველი ფორვარდი შეხვედრში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 10 ქულას 9 მოხსნა და შედეგიანი გადაცემა მიამატა. მის გუნდში საუკეთესო იყო ვიქტორ ვემბანიამა, რომელსაც ოთხმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა: 23 ქულა, 15 მოხსნა, 8 პასი, 9 დაფარება.
დენვერის შემადგენლობაში 42 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლა იოკიჩი.
მომდევნო მატჩს სან ანტონიო 6 აპრილს, ნიუ ორლეანში, პელიკანზთან გამართავს.





