„ალ ახდუდი“, რომელშიც საბა კვერკველია გამოდის, საუდის არაბეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში სტუმრად გათამაშების ლიდერ „ალ ჰილალს“ დაუპირისპირდება და საკუთარ კარში სამი უპასუხო ბურთი მიიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა და 25-ჯერ არ შეუცვლიათ. კვერკველიას რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს ეს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ნახევარფინალში ლუქსემბურგთან და ფინალში საბერძნეთთან მატჩებშიც ეტყობოდა. „ალ ახდუდი“ 24 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





