კრიშტიანუ რონალდუმ თავის კარიერაში 65-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა. საუდის არაბეთის 26-ე ტურში „ალ ნასრმა“ 8:0 გაანადგურა „აბხა“, ხოლო 39 წლის პორტუგალიელმა პირველ ტაიმში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მან ორი ბურთი საჯარიმო დარტყმის შემდეგ შეაგდო. კრიშტიანუმ ერთი კვირის განმავლობაში მატჩში სამ-სამი გოლი მეორედ გაიტანა. გარდა ამისა, მან ერთ შეხვედრაში ორი ჯარიმის რეალიზება 2011 წლის 15 მაისის მერე პირველად მოახერხა. მაშინ, თავი “ვილიარელთან” მატჩში გამოიჩინა. ასევე, მან საჯარიმო დარტყმა ზუსტად 63-ჯერ შეასრულა, ხოლო მესიმ – 65-ჯერ. რონალდუს კარიერის მანძილზე რვით მეტი ჰეთ-თრიქი აქვს, ვიდრე ლიონელ მესის (58).
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი 29 გოლით საუდის არაბეთის ჩემპპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მეორე ადგილზე სერბი ალექსანდრ მიტროვიჩია 22 გოლით.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირში ჩატარებულ 35 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 36-ჯერ აიღო და 12 საგოლე პასი მიითვალა.|
ლაშა თაბაგარი





