ზივზივაძე ამჯერად უგოლოდ

0
57

ბუდუ ზივზივაძემ ბოლო პერიოდში ისე მიგვაჩვია „კარლსრუეში“ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გოლების გატანა, რომ მოედანს როდესაც უგოლოდ ტოვებს ცოტა უჩვეულოცაა.
„კარლსრუე“ გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 27-ე ტურში სტუმრად გელზენკირხენის „სალკეს“ დაუპირისპირდა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ – 0:0. ზივზვაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 69-ეზე შეცვალეს. ზივზვაძემ მიმდინარე სეზონში „კარლსრუეში“ ჩატარებულ 25-შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი