ერთი მილიონი ევრო გირაოს თანხა, რომლის წყალობით „ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა დანი ალვეშმა 25 მარტს ციხეს თავი დააღწია, ცნობილმა ბრაზილიურმა ჟურნალმა გადაიხადა, იუწყება ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.
ამის სანაცვლოდ ჟურნალი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექსფეხბურთელის შესახებ ექსკლუზიურ მასალას მიღებს. სავარაუდოდ ალვეში ინტერვიუს მისცემს, რომელსაც დოკუმენტური ფილმის სახე ექნება და სადაც თავის განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრებს.
22 თებერვალს 40 წლის ალვეშს ბარსელონას პროკურატრურამ 2022 წელს კატალონიის დედაქალაქის ერთ-ერთ ღამის ბარში ქალის გაუპატიურების ბრალდებით ოთხწლიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გირაოთი ციხიდან გამოსვლის მერე, მას პასპორტი ჩამოართვეს და ვალდებულია ყოველ კვირას აღრიცხვისთვის სასამართლოში გამოცხადდეს.
ლაშა თაბაგარი





