ლობჟანიძის საგოლე პასი MLS-ში

0
54

საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში MLS-ში თავისი პირველი საგოლე პასი მიითვალა. „ატლანტა იუნაიტედი“, რომლშიც საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი გამოდის, შინ „ჩიკაგო ფაირს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქის ნახევარზე მყოფმა მარცხენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა საბერძნეთის ნაკრების თავდამსხმელ იაკუმაკისს, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. ეს სწორედ ის იაკუმაკისია, რომელმაც თბილისში ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი ოფის ფინალში პენალტი ვერ გაიტანა. მიმდინარე სეზონში „ატლანტაში“ ჩატარებულ 5 მატჩში ლობჟანიძის ანგარიშზე 1 გოლიცაა.
„ატლანტა იუნაიტედი“ 9 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 გუნდს შორის მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი