ხაბი ალონსომ ლევერკუზენის „ბაიერში“ დარჩენა კიდევ ერთ წელიწადი გადაწყვიტა, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
ესპანელი სპეციალისტი ამის შესახებ უახლოეს პერიოდში ოფიციალურად განაცხადებს. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ხაბი ალონსოს კონტრაქტში გააქტიურდება პუნქტი გამოსასყიდი თანხის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „ლივერპულმა“, რომლიდან სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი წავა, ხაბი ალონსოს მიწვევა იუარა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების 42 წლის ექსნახევარმცველი „ბაიერს“ 2022 წლიდან ავარჯიშებს და მიმდინარე სეზონში გერმანიის ბუნდესლიგის ლიდერმა 70 ქულა ისე დააგროვა, რომ თამაში არ წაუგია. ასევე, „ბაიერი“ არც გერმანიის თასზე და ევროპა ლიგაში დამარცხებულა.
ლაშა თაბაგარი




