თბილისის „იბერიამ“ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი თამაში წააგო. მე-5 ტურში გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი გორის „დილას“ დაუპირისრდა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოო უქულოდ დარჩა. მატჩის მე-5 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი შეიკნე სილას დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო საბა მამაცაშვილმა მას ადგილი კარში მიუჩინა. 42-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო – მთავარმა მსაჯმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენთან გადაამოწმა, ვიდრე „იბერიას“ ფეხბურთელს გააძევებდა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე იბრაჰიმა დრამე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან ბურთიანად შევიდა და ირაკლი კომახიძემ წააქცია. არბიტრმა ისევ ვიდეორეფერის მიმართა და პენალტი დანიშნა, რომელიც ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა გამოიყენა.
64-ე წუთზე უკრაინელმა ივან ლიტვინენკომ დაახლოებით 25 მეტრიდან „ცაციათი“ კარგად „მოჭრა“ ბურთი შორეულ კუთხეში და „დილა“ დააწინაურა – 2:1. მსაჯის მიერ ზირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე პორტუგალიელი რუი მოტას შეგირდებიდან თავი ანგოლელმა ანტონიო ლოპესმა გამოიჩინა, რომელსაც კარის წინ კარგი პასი მასპინძლების კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ გაუკეთა.
„დილა“ 12 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო „იბერია“ 10 ქულით მესამეა.
დილა 3:1 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი




