გიორგი მოისწრაფიშვილი საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოში” დაბრუნდა. 22 წლის ნახევარმცველი სეზონის წინ “დინამომ” ბელგიის რანგით მეორე დივიზიონის კლუბ “ბევერნში” ერთი წლით გაანათხოვრა. თუმცა, “ბევერენის” პრესსამსახურინს ინფორმაციით იჯარა ნაადრევად შეწყდა და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი ისევ მშობლიურ გუნდში ითამაშებს. მოისწრაფიშვილმა “ბევერენის” შემადგენლობაში ბელგიის ჩემპიონატში 9-ჯერ ითამაშა (4-ჯერ სასტარტოში), ხოლო თასზე 2-ჯერ (ერთხელ სასტარტოში) და გოლი არ გაუტანია.
ლაშა თაბაგარი





