ნიკა კვეკვესკირის თქმით, ცხოვრებაში ისეთი მდგომარეობა არასოდეს ჰქონია, როგორიც ერთა ლიგის C ლიგის ფინალში საბერძნეთთან მატჩში გადამწყვეტი პენალტის შესრულების დროს.
ნიკა კვეკვესკირი: “მარტივი ნამდვილად არაფერია. რთული და ემოციური იყო, როცა იცი, რომ გადამწყვეტ პენალტს ურტყამ. მგონია, რომ ლოგიკურად გადაწყდა, რადგან დაძაბული თამაში იყო და ასეთი ფინალი უფრო ტკბილი და საინტერესოა ჩვენთვის. ჩვენმა ფეხბურთელებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ყველანაირი გამოცდილება მიიღეს.
უმეტეს შემთხვევაში ბოლო დარტყმაა მეხუთე და ვიცოდი, რომ მე მომიწევდა. მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი მე ვიყავი და პასუხისმგებლობა უნდა ამეღო. პირიქით, სასიამოვნოა, რომ პასუხისმგებლობის ამღები ფეხბურთელები გვყავს. როდესაც პენალტის დასარტყმელად მივდიოდი, ყველაფერზე და თან არაფერზე ვფიქრობდი. ასეთი მდგომარეობა არასდროს მქონია, რადგან ეს მთელი საქართველოს წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ჩემს ტვინში ხმაურიანი სიჩუმე იყო“.
ლაშა თაბაგარი





