ხვიჩა კვარაცხელიას თქმით ისეთი გულშემატკივრობა როგორიც ერთა ლიგის C ლიგის ფინალში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” საქართველო-საბერძნეთის მატჩზე იყო, მანამდე არასოდეს უნახავს.
ხვიჩა კვარაცხელია: “უბედნიერესები ვართ, ასეთი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რადგან ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ 120 წუთის განმავლობაში ასეთი ქომაგობა არსად მინახავს. გულშემატკივრები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ გამარჯვებაში“.
კვარაცხელიამ, რომელიც დამატებით დროში შეცვალეს, აღნიშნა, რომ სერიოზული დაზიანება არ აქვს და უბრალოდ კუნთი დაეჭიმა, რის გამო ვეღარ დარბოდა.
ლაშა თაბაგარი





