18-წლამდელები პორტუგალიაში დანიას დაუზავდნენ

0
32

საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი დანიასთან ჩაატარა, რომელიც ფრედ დასრულდა.
ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდიდან 27-ე წუთზე ანგარიში თემურ ოდიკაძემ გახსნა და პირველი ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. დანიელებმა საპასუხო ბურთი 59-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც ლუკას ლარსენმა პენალტი ზუსტად შეასრულა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელებმა პირველი თამაში მასპინძელ პორტუგალიასთან 0:4 წააგეს. ფირცხალაიშვილის შეგირდები ტურნირზე დასკვნით თამაშს 26 მარტს მაროკოსთან ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი