ხვიჩა კვარაცხელია: “იმედია თამაშის დღეს ჩვენ ვიქნებით უფრო ძლიერი”

0
97

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას განცხადებით, 26 მარტს თბილისში ერთა ლიგის C ლიგის ფინალში საბერძნეთთან გასამართა შეხვედრას დადებითი ემოციით ხვდებიან.
ხვიჩა კვარაცხელია: “რა თქმა უნდა, დადებითი ემოციით ვხვდებით ამ თამაშს, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის თამაში გვიწევს, რაც პასუხისიმგებლობაა და დადებითია. ვემზადებით, მოლოდინში ვართ, ველოდებით მოედანზე გასვლის წამს და მაქსიმუმს გავაკეთებთ.
ვფიქრობ, კარგ კონდიციაში ვარ, ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს დავახმარ და იმედი მაქვს, რომ გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, მთავარია, რომ ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. მოედანზე ძლიერი მოიგებს და იმედია, რომ თამაშის დღეს ჩვენ ვიქნებით უფრო ძლიერი. მათ პატივს ვცემთ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უხარია ფინალში ამდენი მაყურებლის წინაშე საქართველოში თამაში“.
25 მარტის განრიგი:
16:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (სასტუმრო სევსამორა, საგურამო).
16:45 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (საგურამო; 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია).
18:30 საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (დინამო არენა).
19:30 საბერძნეთის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია).|
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი);
მცველები სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლო, იტალია).
ლაშა თაბაგარი