ჯანაშია: „საქართველოს საბერძნეთთან მოგება შეუძლია“

0
47

ზაზა ჯანაშიას განცხადებით, საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან მოგება შეუძლია. ჩვენი ეროვნული  გუნდის თავდამსხმელმა ამის შესახებ championat.com-თან განაცხადა.
„ამ მატჩისგან არავითარი მოლოდინი არ მაქვს – ჩვენ გამარჯვების მეტი არაფერი გვჭირდება. მთელი საქართველო საბერძნეთთან მოგებ ას ელოდება. ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს. ჩემი აზრით გამარჯვება შეგვიძლია. საქართველოს ბრძოლა შეუძლია და ეს სისხლში გვაქვს. ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად იქნება და ბოლომდე ვიბრძოლებთ“.
ჩვენი გუნდი ფინალში 26 მარტს თბილისში საბერძნეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ზაფხულში გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ლაშა თაბაგარი