თეთრაძე: „საბერძნეთი რთული მეტოქეა მაგრამ თამაში ყველასთან შესაძლებელია“

0
71

თბილისის „საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელ ომარ თეთრაძის აზრით, საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან რთული მატჩი ელოდება.
„საქართველოს ნაკრებს იოლი მეტოქე არ ჰყავს. საბერძნეთის ნაკრების ბოლო პერიოდში კარგად გამოდის – ყაზახეთს 5:0 მოუგეს. თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებიც არცთუ ცუდ შედეგს აჩვენებს. შესაძლოა, მატჩების მოგება ცოტა უჭირს, მაგრამ სურვილი და გამარჯვებისკენ სწრაფვა გუნდში იგრძნობა. შეხვედრა თამაში არ იქნება, მაგრამ თამაში ნებისმიერ მეტოქესთანაა შესაძლებელი. მთავარია, რომ თითოეული ფეხბურთელი სათანადოდ განეწყოს და ბოლომდე დაიხარჯოს. ასეთი შანსი ერთხელ გეძლევა და უნდა გამოიყენო.
საქართველოში მომავალ მატჩთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია. გუნდი როდესაც შედეგს აჩვენებს, ყველა დაინტერესებულია. ყველგან ასეა. გუნდს ყველა მთელი სულითა და გულით გულშემატკივრობს“ – განაცხადა თეთრაძემ championat.com-თან.
ჩვენი გუნდი ფინალში 26 მარტს თბილისში საბერძნეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ზაფხულში გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ლაშა თაბაგარი