„ნაპოლის“ ხელმძღვანელები ახალი მწვრთნელის კანდიდატებზე შეჯერდნენ

0
53

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ხელმძღვანელები მომავალი სეზონისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატებზე ჩამოყალიბდნენ. Calciomercato-ს ინფორმაციით, ნეაპოლელები მთავარ კანდიდატად ფლორენციის „ფიორენტინას“ ამჟამინდელ თავკაც ვინჩენცო იტალიანოს განიხილავენ. გარდა ამისა, კანდიდატების სიაში რაფაელო პალადინო („მონცა“) და ფრანჩესკო ფარიოლი („ნიცა”) არიან.
„ნაპოლიმ“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა მას მერე დაიწყო, რაც ფრანჩესკო კალცონამ, რომელსაც კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, კლუბში მუშაობის გაგრძელება იუარა. შეგახსენებთ, რომ კალცონა პარალელურად სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს თავკაცობს.
ლაშა თაბაგარი