საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ვასილ მაისურაძის თავკაცობით ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მე-5 ჯგუფში მეორე შეხვედრა შოტლანდიასთან ჩაატარა და 3:2 დაამარცხა.
მატჩის მე-11 წუთზე შოტლანდიელები ვილსონმა დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე საპასუხო ბურთი ბერელიძემ გაიტანა. 55-ე წუთზე საქართველოს ნაკრები ბასილაძემ წინ გაიყვანა. 66-ე წუთზე უოლესმა თანაფარდობა აღადგინა. 70-ე წუთზე თავი ლორთქიფანიძემ გამოიჩინა.
საქაართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო თამაშს 26 მარტს ჩეხეთთან გამართავს. ცნობისთვის ელიტ რაუნდიდან ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები იასპარეზებენ.
მატჩის ოქმი შოტლანდია V საქართველო
ლაშა თაბაგარი





