21-წლამდელები ამხანაგურ მატჩში თურქეთთან დამარცხდნენ

0
60

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები სტამბოლში, პენდიკის სტადიონზე თურქეთის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მასპინძელთან მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა.
რამაზ სვანაძის გუნდმა, თურქეთთან მატჩი გადახალისებული შემადგენლობით დაიწყო. 21-წლამდე ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ – ნიკოლოზ უგრეხელიძეს, ნიკოლოზ სიხარულაშვილს, ლუკა სალუქვაძეს და დავით ზურაბიანს. ხოლო, შაკო ოგბაიძემ, ახალგაზრდული ნაკრების მატჩი, სასტარტო შემადგენლობაში პირველად დაიწყო.
მასპინძლები, მე-16 წუთზე ბეშიქთაშის წინა ხაზის ერთ-ერთმა ლიდერმა სემიჰ კილიჩსოიმ დააწინაურა, მეორე გოლი კი თერთმეტმეტრიანით ბერთუღ ილდიმირმა გაიტანა. მეორე ტაიმში მიღებულ გოლს, 3 წუთში გიორგი აბუაშვილმა ეფექტური გოლით უპასუხა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
83-ე წუთზე, ჩვენი გუნდის კარში მეორე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია. მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა დებიუტანტ ნიკოლოზ სიხარულაშვილს, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმული მასპინძელთა მცველმა მოიგერია.
ჩვენი გუნდი, შემდეგ მატჩს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით, გიბრალტარში გამართავს, სადაც 26 მარტს, ადგილობრივ ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩის ოქმი- თურქეთის 2:1 საქართველო