ლევან შენგელია: “მთავარია ფინალში ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ”

0
67

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლევან შენგელია რთულ ფინალს ელოდება, რომელშიც მთავარია გუნდმა თავისი ფეხბურთი ითამაშოს. მან ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის 1/2-ფინალში თბილისში ლუქსემბურგთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა. განვლილ მატჩში შენგელიამ საგოლე პასი ბუდუ ზივზივაძეს გაუკეთა.
ლევან შენგელია: “დღევანდელ გამარჯვებას მთელ საქართველოს ვულოცავ, ყველამ ერთად მოვიგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ახლა სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რათა მომდევნო მატჩიც მოვიგოთ და ეს სიხარული შეგვერგოს.
ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგზე მოქმედებას რაც შეეხება, ვცდილობდით, უფრო გუნდურად გვეთამაშა, რადგან ხვიჩას შეცვლა ამ რეალობიდან გამომდინარე თითქმის შეუძლებელია. ფინალში ისიც დაგვიბრუნდება და ყველაფერს ერთად გავაკეთებთ, თან ფინალში ხვიჩას ფაქტორიც იქნება.
მოედანზე ურთიერთშეთანხმებით გადმოდიოდა ჩაკვეტაძე ფლანგზე, სადაც მას მოქმედება უყვარს და მე ცენტრში შევდიოდი, რათა მისთვის ადგილი გამეთავისუფლებინა. სასიხარულოა, როცა გოლში შენი წვლილიც შეგაქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდურად გავიმარჯვეთ და მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა, მთავარია, ახლა ფინალშიც იგივე გავიმეოროთ. ფინალი რთული იქნება, მაგრამ მთავარია, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ“.
ჩვენი გუნდი ფინალში 26 მარტს თბილისში საბერძნეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ზაფხულში გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ლაშა თაბაგარი