19-წლამდელების მარცხიანი სტარტი ელიტ რაუნდში

0
32

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი უქულოდ დაიწყო. მე-5 ჯგუფის პირველ მატჩში იტალიის ქალაქ მანცანოში ჩვენი გუნდი ჩეხეთს შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩში ერთადერთი გოლი ჩეხმა ზდენეკ ტომანმა მე-4 წუთზე გაიტანა.
მაისურაძის გაწვრთნილები მომდევნო თამაშს 23 მარტს შოტლანდიასთან ჩაატარებენ, რომელიც პირველ შეხვედრაში ჯგუფის მასპინძელ იტალიასთან 1:3 დამარცხდა. ცნობისთვის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები იასპარეზებენ.
მატჩის ოქმი ჩეხეთი V საქართველო

ლაშა თაბაგარი