„ლაციოს“ იგორ ტუდორი გაწვრთნის

0
55

რომის „ლაციოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი იქნება ირწმუნება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. 45 წლის ხორვატი სპეციალისტი მაურიციო სარის შეცვლის, რომელიც 13 მარტს დაითხოვეს და იტალიურ კლუბთან კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
გასულ სეზონში ტუდორი ფრანგულ „მარსელს“ ავარჯიშებდა, რომელიც 2023 წლის 1 ივნისს დატოვა. ის იტალიაში „ვერონას“ და „უდინეზეს“ თავკაცად მუშაობდა, ხოლო „იუვენტუსში“ ანდრე პირლოს თანაშემწე იყო. გარდა ამისა, ტუდორი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ხორვატულ „ჰაიდუკს“, ბერძნულ პაოკს, თურქულ „ქარაბუქსფორს“ და „გალათასარაის“ ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი