კონფერენს ლიგაში 1/4-ფინალის წყვილები გამოვლინდა

0
50

კონფერენს ლიგის 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა. დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ, გაცხადდა, რომ პლეი-ოფის ამ სტადიაზე ერთმანეთს შემდეგ გუნდები დაუპირისპირდებიან:
ბრიუგე” – პაოკი
“ოლიმპიაკოსი” – “ფენერბაჰჩე”  (სტამბოლი)
“ასტონ ვილა” (ბირმინგები) – “ლილი”
“პლზენი” – “ფიორემტინა”
ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველი შეხვედრები 11 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 18 აპრილს.
დღესვე გაირკვა თუ რომელი წყვილების გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს 1/2-ფინალში:
“ასტონ ვილა” (ბირმინგები) – “ოლიმპიაკოსი” – “ფენერბაჰჩე”  (სტამბოლი)
“პლზენი” – “ფიორემტინა”/”ბრიუგე” – პაოკი
ნახევარფინალის პირველი თამაშები 2 მაისს ჩატარდება, საპასუხო კი – 9 მაისს. ფინალი 28 მაისს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში შედგება.
კენჭისყრაში საბერძნეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 2004 წლის ჩემპიონი ვასილიოს ციარტასი მონაწილეობდა.
ლაშა თაბაგარი