ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. ნეაპოლელებმა 1/8-ფინალის პირველი შეხვედრა შინ “ბარსელონასთან” 1:1 დაასრულეს. ხოლო სტუმრად 1:3 დამარცხდნენ. შეხვედრის მე-15 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა რაფინიამ ბურთი გადააწოდა ფერმინისა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:0. ანგარიშის გახსნიდან ორ წუთში მასპინძლების კონტრშეტევა იამალმა წამოიწყო, რომელმაც მეტოქის ნახევარზე რაფინია მოძებნა, ხოლო სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შესული ბრაზილიელი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ კანსელუმ ზუსტად დაამაატა – 2:0. 30-ე წუთზე “ბარსელონას” საჯარიმოში მარჯვნიდან პოლიტანო შეჭრა და ბურთი შეტევაში ჩართულ რაჰმანის გადააწოდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 1:2.
ამის შემდეგ დი ლორენცოს შეეძლო გატანა ახლო მანძილიდან, მაგრამ მისი თავური ტერ შტეგენმა მოიგერია. პირველი ტაიმის მიწურულს ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
მეორე ტაიმში ლინდსტრიომს ჰქონდა მეტოქის კარის აღების რეალური შანსი, თუმცა თავით ოდნავ არაზუსტად დაარტყა. 83-ე წუთზე სერხი რობერტომ გაითამაშა ბურთი გიუნდოგანთან, რომელმაც საუცხოო გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელს “ნაპოლის” საჯარიმოში, სერხი რობერტომ კი რობერტ ლევანდოვსკის გაატანინა – 3:1. მატჩის დასრულებამდე ბევრი დრო არ რჩებოდა, რომ კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გაექცა და პასი საჯარიმოში ოლივერას გაუკეთა, რომლის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში კვარაცხელიამ თითქმის საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და ბურთმა გვერდით ძელს მცირე მანძილით ჩაუარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი





