სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში სტაბილურად თამაშს განაგრძობს. მე-20 ტურში „ვოლფსბერგერი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის სტუმრად ლასკ-ს შეხვდა და 1:0 აჯობა. ალთუნაშვილმა მიმდინარ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მე-17 მატჩი (9 შეუცვლელად) ჩაატარა და 71-ე წუთზეე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო სტუმრებიდან ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე პენალტიდან ბალომ გაიტანა. „ვოლფსბერგერი“ 29 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში პოზნანის „ლეხმა“ სატურნირო ცხრილში უშუალო მეზობელი „შლიონსკი“ მიიღო და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა ნიკა კვეკვესკირმა მასპინძლების სასტარტოში ითამაშა და 75-ე წუთზე შეცვალეს. „ლეხი“ 40 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ლიდერ „იაგელონიას“ 2 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





