იტალიური მედიის პროგნოზი, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 26-ე ტურში სტუმრად “კალიარისთან” გასამართ შეხვედრაში შესაძლოა სასტარტოში ვერ მოხვედრილიყო, არ გამართლდა. საქმე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ბარსელონასთან” საშინაო მატჩში 68-ე წუთზე შეცვლილმა კვარაცხელიამ გუნდის ახალ თავკაც ფრანჩესკო კალცონეს ხელი არ ჩამოართვა. ამის გამო, იტალიელმა ჟურნალისტებმა სარდინიაზე გასამართ თამაშამდე ივარაუდეს, რომ კალცონე საქართველოს ნაკრების ლიდერ დასჯიდა და სათადარიგოებში დასვამდე. თუმცა, მწვრთნელის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა ალოგიკური იქნებოდა, რადგან ამჟამინდელ “ნაპოლიში” ერთადერთი ნათელი წერტილი კვარაცხელიაა.
განვლილ მატჩის 33-ე წუთზე “კალიარის” სტანდარტულის შემდეგ, რაჰმანიმ თავით ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. თუმცა, გოლი არ ჩაითვალა. რადგან მთავარმა მსაჯმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენთან გადაამოწმა და გამოჩნდა, რომ საჯარიმოში ბურთი ჩაწოდების დროს მასპინძელტა ფორვარდი ლაპადულა თამაშგარე მდგომარეობაში იყო. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა.
65-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოს მარჯვნიდან მიუახლოვდა და ზუსტი პასი გაუკეთა ოსიმენს, რომლის თავური სუსტი აღმოჩნდა და მეკარე ბურთს დაეუფლა. ერთ წუთში რასპადორიმ “კალიარის” ნახევარზე აუჯელოს ბურთი აართვა და მასპინძლების საჯარიმოში ბურთი თავზე “დაასვა” ოსიმენს, რომელსაც ანგარიშის გახსნა არ გაჭირვებია – 0:1. კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალეს და მან მოედანი ისევ უკმაყოფილო დატოვა, მაგრამ იმ ადგილზე საიდანაც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა კალცონა არ იდგა, რომ ხელი ჩამოერთვა. 90-ე წუთზე ჯაიუსტეს პასის მერე პოლიტანპ “კალიარის” მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. მსაჯსი მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე სიმეონე დარჩა მეკარესთან ერთი-ერთზე, მაგრამ სარდინიელთა მეკარემ არგენტინელის დარტყმმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. ნეაპოლელები რეალური საგოლე მომენტების ვერგამოყენების გამო დაქისაჯნენ და 96-ე წუთზე დოსენმა თავისი ნახევრდიან პასი ლუვომბოს გაუკეთა, რომელამც მეტოქის საჯარიმოში პოზიციური ორთაბრძოლა ჟესუსს მოუგო, ბურთი დაამუშა და ანაგრიში გაათანაბრა – 1:1. “ნაპოლის” იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 3 თამაშია არ მოუგია (2 ფრე და ერთი მარცხი) – 37 ქულით 20 გუნდში მე-9 ადგილზეა.
“ფროზინონე” გასვლაზე “იუვენტუსთან” 2:3 დამარცხდა. გიორგი კვერნაძე სტუმართა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი





