საუდის არაბეთის უმაღლესი დივიზიონის მე-20 ტურში „ალ აჰდუდმა“, სადაც საბა კვერკველია გამოდის „ალ-აჰლი“ მიიღო და 3:2 მოიგო. მატჩის 32-ე წუთზე, როდესაც მაპინძლები 1:0 იგებდნენ, სტუმართა ფეხბურთელმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც საქართველო ეროვნული ნაკრების მცველმა თავის კარში გაიტანა.
თუმცა, კვერკველიამ თავისი შეცდომა მატჩი მიწურულს გამოასწორა, როცა სტანდარტულის დროს „ალ აჰლი“ საჯარიმოი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და მისი საგოლე პასით ტავამბამ თავით გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ალ ახდუდმა“ 23 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან ჩემპიონატი მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





