ლოჩოშვილი ისევ თადარიგში გადასვეს

0
51

“კრემონეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ სამი მატჩის ჩატარების მერე, ლუკა ლოჩოშვილი ისევ თადარიგში გადასვეს. იტალიის სერია B-ს 25-ე ტურში „კრემონეზე“ გასვლაზე „ასკოლის“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს- 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ამჯერად საწყის თერთმეტეულში ვერ მოხვდა, მაგრამ თავის გამოჩენის საშუალება მაინც მისცეს. მან მოედანზე მეორე ტაიმი სრულად გაატარა.
„კრემონეზემ“ ფრედ ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა და 46 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატი მე-2 ადგილზეა – ლიდერ „პარმას“ 5 ქულით ჩამორჩება.

ლაშა თაბაგარი