ლობჯანიძე კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს

0
65

ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას უზბეკეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. მან კონტრაქტი “ყიზილყუმთან” დადო. 31 წლის თავდამხმელმა გასული სეზონი ჩინეთის სუპერლიგის “მეიჩჟოუ ჰაკაში” დაიწყო, ხოლო შემდეგ რანგით მეორე ლიგაში “ჰელონძიანის” ღირსებას იცავდა.
ლობჯანიძე კარიერის განმავლობაში ასევე, თბილისის “ვიტ ჯორჯიაში”, ქობულეთის “შუქურაში”, ბათუმის “დინამოში”, “ორენბურგში”, “რუსთავში”, “თარაზში”, “ქაისარში“, “ტობოლში” და “ყიზილჟარის” გამოდიოდა.
“ყიზილყუმში” ლობჯანიძეს ორი ქრთველი ფეხბურთელი გიორგი კუხიანიძე და აკაკი შულაია დახვდა.

ლაშა თაბაგარი