ვალენსიაში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის “ტორპედომ” პირველი ამხანაგური მატჩი ნორვეგიის “სტაბეკთან” ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი “ტორპედო”15 თებერვალს ესპანეთის “ჰერკულესს” შეხვდება, ხოლო 17 თებერვალს ესტონეთის “ლევადიას”.
ქუთაისელები ესპანური შეკრების ფარგლებში მეოთხე ამხანაგურ მატჩს “ვილიარეალ B”-ს წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს. მატჩი 20 თებერვალს, 13:30 საათზე “ვილიარეალის” ბაზაზე შედგება.
ლაშა თაბაგარი





