„რაიო ვალეკანოდან“ მწვრთნელი გაუშვეს

0
49

ფრანსისკო ხავიერ როდრიგესი „რაიო ვალეკანოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს.
ესპანური საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელებმა ფრანსისკოსთან ერთად კარისკენ მისი შტაბის წევრებსაც მიუთითეს. „რაიო ვალეკანომ“ ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და ამიტომ ფრანსისკოს გაშვება გასაკვირი არაა.
ესპანელი სპეციალიტი „რაიოს“ 2023 წლის ივნისიდან წვრთნიდა. მანამდე, 45 წლის ესპანელი „ალმერიას“, „ლუგოს“, „კორდობას“, „ჟირონას“ და „ელჩეს“ უძღვებოდა.

ლაშა თაბაგარი