ირაკლი ბუღრიძე კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს. ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილმა გარემარბმა კონტრაქტი „ყიზილ-ჟართან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
26 წლის ბუღრიძე თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია. “დინამოსა” და “ტორპედოს” (64 მატჩი, 15 გოლი, 9 საგოლე პასი) გარდა, ქართული კლუბიდან უთამაშია “ჩიხურაში”, “ლოკომოტივსა” და “დილაში”, ხოლო 2019-20 წლებში იყო ბელგიური “ბეერსხოტის” (10 მატჩი, 2 საგოლე პასი) ფეხბურთელი.
“ყიზილ-ჟარის” ახალწვეულია 26 წლის ნახევარმცველი ლუკა იმნაძეც.
ლაშა თაბაგარი





