„რეალმა“დიასის სუპერგოლით მოიგო

0
62

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში ესპანური გრანდი სტუმრად გერმანიის „ლაიფციგს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. „რეალს“ თავისი საუკეთესო ბომბარდირი ჯუდ ბელინგემი აკლდა, რომელიც „ჟირონასთან“ მატჩში დაშავდა და სამი კვირა ვერ ითამაშებს.
„რეალიდან“ ერთადერთი გოლი ბრაჰიმ დიასმა გაიტანა, რომელმაც 48-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე სამი ლაიფციგელი „მოატყუა“ და „ცხრიანში“ გაიტანა.  დიასმა 84-ე წუთზე უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაებაში ზედიზედ 7 მატჩი მოიგო – 17 გოლი გაიტანა და 7 გაუშვა.
ლაშა თაბაგარი