ჯესი ლინგარდი კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს. ინგლისური მედიის ინფორმციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი გარემარბი „სეულთან“ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ამიწურვის მერე, მხარეების სურვილი შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი სეზონი გაგრეძლდება.
ინგლისის ეროვნული ნაკრრების ექსფეხბურთელი გასულ სეზონში „ნოტინგემ ფორესტში“ გამოდიოდა, რომელიც ზაფხულში დატოვა და მას მერე უკლუბოდ იყო.
ლინგარდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 2011-2022 წლებში იცავდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 232 მატჩში 35 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





