კლუბებმა 2023 წელს ტრანსფერებში მანამდე არნახული სარეკორდო თანხა დახარჯეს, იუწყება ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.
ფიფას მიერ წარდგენილ ანგარიშში განხილულია ყველა ტრანსფერი გარდა იმ გარიგებებისა, რომლებიც ერთი ქვეყნის შიგნით დაიდო. საერთო ჯამში მსოფლიოს ყველა კლუბმა ტრანსფერებში 8,8 მილიარდი ევრო დახარჯეს. ამ თანხის 10 პროცენტზე მეტი 2023 წელს განხორციელებულ 10 ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერზე მოდის.
2023 წელს ყველაზე მეტი თნხა ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს – 2,73 მილიარდი ევრო, ხოლო ყველაზე მეტი გერმანულმა კლუბებმა გამოიმუშავეს – 1,1 მილიარდი ევრო.
ლაშა თაბაგარი




