კვარაცხელია იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერს“ შეხვდება

0
43

„ნაპოლი“, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იცავს, იტალიის სუპერთასის ფინალში მილანის „ინტერსს“ შეხვდება.
საუდის დედაქალაქ ერ რიადში გამართულ მეორე ნახევარფინალში სიმონე ინძაგის გაწვრთნილმა მილანელებმა რომის „ლაციო“ დაამარცხეს, რომელსაც მაურიციო სარი ავარჯიშებს.
„ინტერიდან“ მატჩის მე-17 წუთზე ანგარიში მარკუს ტურამმა გახსნა, ხოლო 50-ე წუთზე ჩალხანოღლუმ პენალტი გაიტანა და თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 87-ე წუთზე ფრატეზიმ რომაელთა კარი მესამედ აიღო და საბოლოო წერტილი დასვა – 3:0.
ფინალი 22 იანვარს ერ რიადში ჩატარდება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყენა.
მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ რუდი გარსიას მწვრთნელობის დროს „ინტერს“ უკვე შეხვდა და ნეაპოლში გამართულ დაპირიპირებაში ჩემპიონატის ლიდერმა მილანელებმა 3:0 გაიმარჯვეს.
ლაშა თაბაგარი