ჯორდან ჰენდერსონი კარიერას ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელებს, რასაც ნიდერლანდური კლუბის პრესსამსაცური ადასტურებს.
ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ამსტერდამულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა. მან „აიაქსში“ გადასვლამდე ხელშეკრულება საუდის არაბეთის „ალ იტიფაქთან“ გაწყვიტა, სადაც გასული წლის ზაფხულში გადავიდა. ჰენდერსონი ახალ გუნდში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ჰენდერსონმა საუდის არაბეთის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე პასი გააკეთა,
ჰენდერსონი არაბულ კლუბში გადასვლამდე „ლივერპულში“ თამაშობდა, სადაც 2011-2022 წლებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 492 მატჩში 33 გოლი გაიტანა. ის ინგლისის ეროვნულ გუნდში 2010 წლიდან გამოდის და 81 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





