გასულ სეზონში ქუთაისის “ტორპედოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გარემარბმა ირაკლი ბუღრიძემ გუნდი დატოვა. მასთან ერთად ქუთაისელები თორნიკე ახვლედიანს და ბრაზილიელ ლეგიონერ დავიდ კეიკეს დაემშციდობნენ. ამის შესახებ ქუთაისელთა პრესსამსახური იუწყება:
“ირაკლი ბუღრიძემ, თორნიკე ახვლედიანმა და დავიდ კეიკემ ტორპედო დატოვეს. დავიდ კეიკეს იჯარა დაუსრულდა, რომლის გახანგრძლივებაც კლუბმა აღარ ისურვა. თორნიკე ახვლედიანთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა, ირაკლი ბუღრიძეს კი კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა”.
ლაშა თაბაგარი





