მიქაუტაძის მარცხიანი დაბრუნება

0
70

გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი მატჩი ჩაატარა. მე-18 ტურში „მეცმა“ სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტი „ტულუზა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელდ ითამაშა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი მე-12 უთზე სიერომ გაიტანა, რომელმაც პენალტი გამოიყენა.
მიქაუტაძე შარშან ზაფხულში „მეციდან“ „აიაქსში“ გადავიდა, სადაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და ამიტომ, მიმდინარე სეზონის ბოლომდე ისევ ფრანგულ გუნდში დაბრუნდა, რომლის მაისურით 2022-2023 წლების სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ლაშა თაბაგარი