მადრიდის „რეალმა“ არსებობის ისტორიაში ესპანეთის სუპერთასი მეცამეტედ მოიგო, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში გამართულ ფინალში კარლო ანჩელოტის გუნდმა ხავის გაწვრთნილ „ბარსელონას“ 4:1 აჯობა.
მე-7 წუთზე ტრავმს მოშუშების მერე დაბრუნებულმა ვინისიუს ჟუნიორმა ანგარიში გახსნა, ხოლო სამ წუთში ბრაზილიელმა დუბლი შეასრულა. 33-ე წუთზე „ბარსადან“ თავი პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა, რომელიც 35 წლისა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვისაც „ელ კლასიკოში“ გოლი გაუტანია. 39-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა პენალტი ზუსტად დაარტყა და ჰეთ-თრიქი მიითვალა. 64-ე წუთზე „რეალის“ კიდევ ერთმა ბრაზილიელმა როდრიგომ აიღო მეტოქის კარი. 67-ე წუთზე ურუგვაელმა მცველმა არაუხომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ანჩელოტიმ „რეალის“ თავკაცის რანგში მე-11 ტიტული მოიპოვა, რითაც ფრანგ ზონედინ ზიდანს დაეწია და მხოლოდ ლეგენდარულ ესპანელს მიგელ მუნიოს ჩამორჩება.
„რეალმა“ „ბარსელონა“ ზედიზედ მესამედ დაამარცხა, ხოლო „ელ კლასიკოში“ 104-ჯერ გაიმარჯვა, როცა კატალონოელების ანგარიშზე 100 მოგებაა. „რეალს“ სექტემბრის შემდეგ ყველა ტურნირში 21 თამაშია არ წაუგია – 18 გამარჯვება და 3 ფრე. მას მერე რაც ესპანეთის სუპერთასი ახალი ფორმატით ტარდება, „რეალმა“ 5 გათამაშებიდან 3 მოიგო. ცნობისთვის, „ბარსელონა“ ესპანეთის სუპერთასს 14-ჯერ ფლობდა.
ლაშა თაბაგარი





