„ჰათაისფორმა“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის თურქეთის სუპერლიგის მე-20 ტურში შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ „პენდიკსფორს“ ვერ მოუგო – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებმა ანგარიში 47-ე წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანეს. „ჰათაისფორი“ 21 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ჩვენი ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ისევ ვერ თამაშობს. მან ბარძაყის კუნთის ტრავმა შარშან დეკემბრის დასაწყისში მიიღო და ჯერ ისევ არ გამოჯანმრთელებულა. ქოჩორაშვილის გარეშე „ლევანტემ“ 22-ე ტურში „ალბასეტე“ მიიღო და 3:2 დაამარცხა. „ვალენსიელები“ 35 ქულით 22-გუნდია ჩემპიონატში მე-6 პოზიცაზე არიან.
ლაშა თაბაგარი





