საქართველოს ნაკრები ივლისში იაპონიას დაუპირისპირდება

0
69

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 13 ივლისს იაპონიის ქალაქ სუნდაიში ტესტ-მატჩს იაპონიასთან ჩაატარებს, რის შესახებ რაგბის კავშირის პრესსამსახური იუწყება.
ქართველი მორაგბეები იაპონელებს მეშვიდედად დაუპირისპირდებიან – “ბორჯღალოსნებმა” 1 თამაშში მოიგეს, ხოლო აზიელებმა – 6.  მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით ჩვენმა მორაგბეებმა იაპონიას 2014 წლის ნოემბერში 35:24 აჯობეს.
ამჟამად, საქართველოს ნაკრები რეიტინგში მე-14 პოზიციაზეა, ხოლო იაპონია – მეთორმეტეა.
ლაშა თაბაგარი